დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქამერონის განცხადებით, რუსეთს დასავლეთი იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე დასავლეთს რუსეთი. ქამერონის თქმით, დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ მისმა ერთიანმა ეკონომიკურმა გადაწყვეტილებამ, რუსეთზე დიდი გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ ავრცელებს.
„მე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს შორის არსებულ კრიზისში გამოსავალი საომარი მოქმედებებია, მაგრამ არსებობს ეკონომიკური გადაწყვეტილება. უხეშად რომ ვთქვათ, ევროკავშირსა და აშშ-ს ერთად, უზარმაზარი ეკონომიკური ძალა აქვს. რუსეთს ჩვენ უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ის. ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა ურთიერთობების სიძლიერემ, ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა“, - განაცხადა დევიდ კემერონმა.
ბრიტანეთის პრემიერის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ საკუთარ პოლიტიკას გააგრძელებს, ის XXI საუკუნეში, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით სარგებელს არ უნდა ელოდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.