თბილისის ყოფილი მერის, საპატიმროდან ახლახან გამოსული გიგი უგულავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი - ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა.
მან პარტიის ცენტრალური ოფისის ეზოში, სიტყვით გამოსვლისას პარტიის იმ ნაწილს მიმართა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა - „ჩვენ დღეს ნულიდან ვიწყებთ ახალ მოძრაობას, კი ბატონო, ვინც თვლით, რომ ხართ ნული - დარჩით იქ, ჩვენ ვიწყებთ ახალ მოძრაობას", რომელიც უგულავას თქმით, „აუცილებლად შეცვლის ქვეყანაში აი ამ მავნებლურ, არაფორმალურ რეჟიმს".
"ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და გვაქვს უნარი.... ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს აწუხებს.
ხალხს აინტერესებს წინსვლა, ხალხს აინტერესებს პროგრესი, ხალხს აინტერესებს ნორმალური თავისუფალი გარემო იმისთვის, რომ ნორმალურად იცხოვროს და საკუთარი ოჯახი კეთილდღეობაში ამყოფოს. და რას ვთავაზობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ? რას სთავაზობდა მათ შორის ამ პარტიის ლიდერი საკუთარ თანაპარტიელებს? მე გულისტკივილით ვიტყვი, სანამ მე გარეთ ვიყავი თითოეული ჩვენთაგანის ამოცანა იყო შევჯერებულიყავით იმ ახალი ურთიერთობების ფორმებზე, რომელიც პარტიაში 2013 წლის შემდეგ დამკვიდრდა. ეს არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთაღიარება და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. ამის გარეშე, მეგობრებო, ძალიან მარტივია - თუ შენ გინდა, რომ ხალხმა დაგიჯეროს, რომ შენ როდესაც წააგე, ეს წაგება ღირსებით მიიღე, მე ვგულისხობ 2012 წელს, ღირსებით გადააბარე უღირს ხალხს შეიძლება, ხელისუფლება, მაგრამ ეს იყო ხალხის არჩევანი და შენ თუ ამას აცნობიერებ, მაშინ სრულიად გაუგებარია ცარიელ სკამზე პოტინი. თუ ჩვენ რეფორმას ვერ ჩავატარებთ საკუთარ პარტიაში, მაშინ არ მიგვიღებს ჩვენ საზოგადოება და არ მიიღებს გულწრფელად იმას, რომ შენ შეგიძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანო. ეს არის ორჯერ ორი - ოთხი. ამიტომ ყველა იმ ადამიანს, მე ამ შემთხვევაში მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებსა და წევრებს, მე არ ვთვლი, რომ ვიღაც 99%-ია და ვიღაც 1%, რომ ვიღაც ღმერთია და ვიღაც ნულია, ვინც ასე საკითხს აყენებს, მე იმათ გვერდით აღარასდროს არ ვიქნები და არ ვიქნები იმიტომ, რომ ასე საკუთარი თავი დაიმცირო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენ ვქმნით მოძრაობას და ჩვენ ვიყავით მოძრაობა თავისუფალი ადამიანების, რომლებსაც რა თქმა უნდა, როდესაც საჭირო იყო, შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეყვირათ კიდეც. რა თქმა უნდა, ეს ასეა და პოლიტიკა არ არის რაღაც დავარცხნილი საუბრები. პოლიტიკა ყოველთვის არის ჭიდილი ინტერესების და ამ ინტერესების ჭიდილში იბადება ყოველთვის საუკეთესო. მაგრამ როდესაც შენ საკუთარ შექმნილ, მეგობრებთან და მებრძოლებთან ერთად შექმნილ პარტიას თვითონვე დაანგრევ, ისმის კითხვა - გაქვს შენ ამის უფლება? - კი ბატონო. დღეს მას აქვს ამის უფლება, მე მასთან ჭიდაობაში და პოლემიკაში არ შევალ იმიტომ, რომ დღეს ის არის პოლიტიკური დევნილი და ის პოლიტიკური დევნილი დარჩება მანამ, სანამ რაღაც ეს უაზრო საქმეები იქნება აღძრული მასზე და ნებისმიერ ჩვენს თანამებრძოლზე, რომელიც დღეს ციხეში იმყოფება. მაგრამ ამ მარაზმში, რა თქმა უნდა, ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მარაზმში თანამონაწილეობა არ შეიძლება.
ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც მე ის ზუგდიდის საუბარი მოვისმინე. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის გვერდით მე 2002 წლიდან თუ 1999 წლიდან მოვდივარ, იქ დამთავრდა იმიტომ, რომ ერთი შანსიც რომ არსებულიყო, ერთი პროცენტიც და თუ ერთი პროცენტით მაინც გჯერა, რომ ამ ადამიანს ასეთი ფორმით, ასეთი მეტყველებით და იმ ხალხს, რომლებიც ამ წახალისების შემდეგ, ასე იქცეოდნენ, ერთი პროცენტით სჯერა ამ ხალხს, რომ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მე 99% კითხვებს გვერდზე გადავდებდი და ამ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და ეს რაღაცა აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში მოკალათებული. 1%-ით რომ მაინც მჯეროდეს-თქო გეუბნებით, 99%-ს კითხვებისას გადავდებდი გვერდზე, მაგრამ მანვე არ დატოვა, სამწუხაროდ, ეს 1%, დიახ, პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი - ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა. ამით ჩვენ უნდა დავამთავროთ ამაზე საუბარი. მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი, წარსულზე - წარსულმა ილაპარაკოს.... ჩვენ დღეს ნულიდან ვიწყებთ ახალ მოძრაობას, კი ბატონო, ვინც თვლით, რომ ხართ ნული - დარჩით იქ, ჩვენ ვიწყებთ ახალ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად შეცვლის ქვეყანაში აი ამ მავნებლურ, არაფორმალურ რეჟიმს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.