პრეზიდენტმა პოროშენკომ თავხედურად იცრუა, როდესაც ოდესაში ჩემ მუშაობაზე ისაუბრა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ „ბარიგების“ ხელისუფლებამ „მორიგი ბარიგა“ ოლქის ადმინისტრაციის ხელძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ პოროშენკო, რომელმაც დღეს „ღიად დაუჭირა მხარი ორ ადგილობრივ ბანდიტს - სეპარატისტ ტრუხანოვს, ოდესის ბიუჯეტის მომპარავს და კივალოვს“, მათი თანდასწრებით დღეს მის „კორუმპირებულობაზე“ საუბრობდა. „რა შეიძლება იყოს უფრო ცინიკური?“ - კითხულობს სააკაშვილი და განაგრძობს:
„იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციამ იზრუნა იმაზე, რომ არც ერთმა არხმა არ მომცა ეთერი პასუხისთვის... მე ‘ფეისბუკის’ მეშვეობით ლინკოლნის სიტყვებით ვუპასუხებ: „შეიძლება, ხალხის ნაწილი მოატყუო სამუდამოდ, შეიძლება მოატყუო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის მოტყუება სამუდამოდ“.
„დადგა დრო, როდესაც პრეზიდენტის სიცრუეზე მთელ საზოგადოებას ალერგია განუვითარდა“ -წერს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.