ნიკა მელია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთაზე: გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს „ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვას
12-01-2017, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პარტიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფას ეხმაურება.

 

 

მელიამ, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილ თანაპარტიელთა ნაწილმა, რომელმაც დღეს პარტიის დატოვების შესახებ ამავე ოფისში განცხადება გააკეთა, „ივანიშვილის სტილში ჩაატარა ბრიფინგი".

 


რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და უკანასკნელ პერიოდთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა „ნაციონალური მოძრაობა" რა ფორმით და როგორ, ამას დრო აჩვენებს. ვცემთ პატივს მათ აზრს. წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს „ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას და მეტიც, კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს „ნაციონალურ მოძრაობაზე". ეს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რა მოხდა მთავარი და რა არის აქ ყველაზე მთავარი - ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დასუსტებულიყო და საუბარი საერთოდ ზედმეტია, რომ დაშლილიყო. თქვენ ხედავთ, თქვენ ხედავთ ამ ბუნებრივ ურთიერთობებს, ბუნებრვი ემოციებს, რომლებიც ახლა არის, მე ვხედავ და არა იმ ხელოვნურ მიზანსცენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე საათის წინ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი