ნიკა მელია: ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე
12-01-2017, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნიკა მელიამ თბილისის ყოფილი მერი, საპატიმროდან ახალხანს გამოსული გიგი უგულავა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც უგულავამ ე.წ. ბოკერი-უგულავას ფრთის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილ თანაპარტიელებზე ვრცლად ისაუბრა და მათ „ნული" უწოდა.

 

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ძალიან მიჭირს მე ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება, ბევრი მიზეზისდა გამო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" არ არის უბრალოდ პოლიტიკური გაერთიანება და პარტია და ამიტომ მე თავს შევიკავებდი ბევრი რამისგან. ვინაიდან, ძალაინ ბევრი რამ ხელისგულზე დევს და საზოგადოება ხედავს და საზოგადეობას აქვს ანალიზის უნარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ დაინახა თუ რასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულა ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის უფრო მძიმეწონოსანი პოლიტიკოსები, ვიდრე დღეს წავიდნენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" კი არ დასუსტებულა, პირიქით, გაძლიერებულა. და რატომ ხდება ყოველთვის ასე, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" მიდიან, მაგრამ ის არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება. რატომ იცით, მეგობრებო? ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა" არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა" არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება. „ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა. და ამ იდეას, ბუნებრივია, ვერ ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერ დაამაცხებს, რაც არ უნდა ბევრი იყვნენ ისინი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი