საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ნიდერლანდების ელჩმა შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს
12-01-2017, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში, იოჰანეს დუმასთან შეხვედრა გამართა. ელჩმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

პარლამენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

 

განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების საკითხიც.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანია.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის იოჰანეს დუმას მადლობა გადაუხადა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ გამართული კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების საწინდარია. ირაკლი კობახიძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და ყურადღება საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებაზე გაამახვილა.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი