„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უგულავამ 15-წუთიან გამოსვლაში მიშა ლამის 20-ჯერ ახსენა - აი, ყოჩაღ! იმ ბრძენი კაცის რეკორდს მაინც ნუ მოხსნით, ეწყინება, ცოდოა....
ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ. აბა რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს!!", - წერს თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ე.წ. უგულავა- ბოკერიას ჯგუფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, პარტიაში უთანხმოება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის ყრილობის საკითხთან დაკავშირებით გამწვავდა, უთანხმოებამ კი მისივე თქმით, პროცესები „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამდე მიიყვანა.
თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი - ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა", - აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.