აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ნორიოში მდინარე აბაშის ტოტზე ნაპირის გამაგრების, გზისა და ფონის მოწყობის სამუშაოების დასრულდა - ამის შესახებ Guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
"წყალდიდობის შედეგად დაგროვილი ქვა-ღორღისა და ხეებისაგან გაიწმინდა მდინარის მარჯვენა ნაპირი, გამაგრდა საცალფეხო ხიდის კონსტრუქცია და მოეწყო გაბიონი.
პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მთლიანი ღირებულება 28 257 ლარს შეადგენდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სექუოიამ" შეასრულა", - აცხადებენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
დასრულებული სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა ვახტანგ გაბელაიამ და გია კუციამ, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა შალვა დარცმელიძემ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.