რა სამწუხაროა: ასე შიხიაშვილიც კი არ წასულა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ პარტიის დატოვებას.
წიკლაური სოციალურ ქსელში ყოფილი თანაპარტიელების განცხადებებს აფასებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული გუნდის სიტყვით გამოსვლას „პატაკი ივანიშვილს“ უწოდებს.
დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განაცხადა.
დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პარტიაში უთანხმოება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის ყრილობის საკითხთან დაკავშირებით გამწვავდა, უთანხმოებამ კი მისივე თქმით, პროცესები „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამდე მიიყვანა.
გიგი უგულავამ პარტიის ცენტრალური ოფისის ეზოში, სიტყვით გამოსვლისას პარტიის იმ ნაწილს მიმართა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა - „ჩვენ დღეს ნულიდან ვიწყებთ ახალ მოძრაობას, კი ბატონო, ვინც თვლით, რომ ხართ ნული - დარჩით იქ, ჩვენ ვიწყებთ ახალ მოძრაობას", რომელიც უგულავას თქმით, „აუცილებლად შეცვლის ქვეყანაში აი ამ მავნებლურ, არაფორმალურ რეჟიმს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.