გივი თარგამაძე: დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე
12-01-2017, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულ პოლიტიკაში ჩემი 28-წლიანი მონაწილეობის ერთი, უდაოდ, ყველაზე წარმატებული, საინტერესო ეტაპი დასრულდა. ყველაფერი არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება", - ასე ეხმაურება გივი თარგამაძე ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას.

 

 

თარგამაძე ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და აცხადებს: „დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე".


იგი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" წასული გუნდი „საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს".


„მიშა მისი ჩამოსვლისთანავე გავიცანი. სულ სხვა მიშა. მასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე. დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა. გუნდი, რომელთან ერთადაც ვარ პოლიტიკაში 25 წელიწადია, არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, ვინაიდან ჩვენთან პრინციპებსაც ვცემთ პატივს, თავისუფალ აზრსაც და ერთმანეთსაც. დღევანდელი დღე სევდის მომგვრელიცაა და საიამოვნოდ ამაღელვებელიც. სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები. დღევანდელი მიშასიც. მაინტერესებს მომავალი და მუხლჩაუხრელი შრომა ამ მომავლისთვის. უკანდახევა არ გვჩვევია. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად", - წერს თარგამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი