სენატში მათი დამტკიცებისწინა მოსმენებისას დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მდივნისა და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტებზე წარდგენილმა კანდიდატებმა რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთეს.
გენერალმა ჯეიმს მათისმა, რომელიც ტრამპმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ნატო ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშ იმყოფება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის პოსტზე შერჩეულმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მოსკოვი საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის და ეს „აგრესიულად დაამტკიცა უკრაინაში“.
ასეთი მკაცრი საუბრები ტრამპის მიერ მოსკოვთან უფრო თბილი ურთიერთობების მოწოდების ფონზე ხდება.
მათისმა, გადამდგარმა გენერალმა და ტრამპის მიერ პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ნატოს სახელმწიფოთა დაყოფას.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ ჩვენ ვაღიარებთ რეალობას, თუ ვისთან გვაქვს საქმე პუტინის სახით“, - განუცხადა მან შეიარაღების კომიტეტს.
„და ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის ცდილობს დაარღვიოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს... დავიცვათ ჩვენი თავი, სადაც უნდა დავიცვათ.
„მე ვფიქრობ, ის ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშაა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ბატონო, და ეს არის რუსეთისგან, ტერორისტული ჯგუფებისგან და იმისგან, რასაც ჩინეთი აკეთებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე“.
თუ დაამტკიცეს, მათისი, მეტსახელად „ცოფიანი ძაღლი“, პირველი კარიერული სამხედრო ოფიცერი იქნება, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ თავდაცვის მდივანი გახდება.
მაგრამ კომიტეტმა უნდა მოიწონოს გამონაკლისი საერთო წესისა, რომელიც ამბობს, რომ ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ მინიმუმ 7 წელი უნდა გაატაროს სამხედრო საქმიანობის მიღმა, სანამ მას პენტაგონის სათავეში მოსვლა შეეძლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.