ბარაქ ობამამ ცრემლმორეული ჯო ბაიდენი მისთვის მოულოდნელად, თავისუფლების უმაღლესი საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა
12-01-2017, 23:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ემოციური და გაკვირვებული ჯო ბაიდენი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა, რაც შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა. ამის შესახებ BBC წერს.

 


ობამამ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მისი „ამერიკელი თანამემამულეებისადმი რწმენის, ქვეყნის სიყვარულისა და მისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის“ შეაქო.

 


ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს დარჩეს აქტიური „დემოკრატიული პარტიის“ პოლიტიკაში.

 


„საუკეთესო შესაძლო არჩევანი, არა მარტო ჩემთვის, არამედ ამერიკელი ხალხისთვის“, - ასე შეაფასა ბაიდენი ობამამ. (ვიდეოში, ობამას მიერ ბაიდენის დაჯილდოვების შესახებ განცხადება და ბაიდენის რეაქცია იხილეთ მე-13 წუთიდან)

 

 

 


the New York Times-ის თანახმად, ღირსების მედალი მინიჭებულ იქნა განსაკუთრებული ღვაწლისათვის. ეს დამატებითი პატივისცემა ბოლო ადმინისტრაციების მხრიდან მცირეთაგანს ერგო - პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, სახელმწიფო მდივანს, გენერალ კოლინ პაუელს და რომის პაპს, იოანე პავლე მე-2-ს.

 


ობამამ იხუმრა, რომ ინტერნეტს ბოლო შესაძლებლობა ექნება გაამასხარავოს წყვილის „ბრომანსი“ (ახლო, მაგრამ არა სექსუალური ურთიერთობა ორ მამაკაცს შორს).

 


ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი იყო „ნაწილი ჩინებულ ადამიანთან მოგზაურობისა, რომელმაც ჩინებული რაღაცები გააკეთა“.

 


მან თქვა, რომ წარმოდგენა არ გააჩნდა, რომ მისი დაჯილდოვება მოხდებოდა.

 


„მცირედი ეჭვიც კი არ გამაჩნდა. მე ვფიქრობდი, რომ მიშელი, ჯილი და რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელი იმისთვის მოვდიოდით, რომ თითო ჭიქა აგვეწია და ერთმანეთი გვედღეგრძელებინა და გვეთქვა რა საოცარი გამგზავრებაა.

 


„ბატონო პრეზიდენტო, დავალებული ვარ თქვენგან. დავალებული ვარ თქვენთან მეგობრობით. მოვალე ვარ თქვენი ოჯახის“.

 


ბაიდენმა განაცხადა, რომ გეგმავს იმუშაოს პოლიტიკის საკითხებზე დელავერის და პენსილვანიის უნივერსიტეტებში და განაგრძოს მისი ძალისხმევა კიბოსთან ბრძოლის წინააღმდეგ, რამაც 2015 წელს მისი ვაჟის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ნამდვილად ამაღელვებელია! ნეტა რამდენს უტირია დაჯილდოვების დროს?
15 იანვარი 2017 00:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი