საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვაში ვიზიტისას ლიტვის სეიმის ახლადარჩეულ სპიკერთან, ვიქტორას პრანცკიეტისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორას პრანცკიეტისთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საგარეო უწყების ცნობით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ლიტვის აქტიური მხარდამჭერი პოზიცია, რაც მკაფიოდ არის ასახული ლიტვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციებშიც.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ვიქტორას პრანცკიეტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, საქართველოს ახლო მომავალში ეწვევა.
შეხვედრისას „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში ლიტვის მიერ საქართველოსათვის გაწეულ დახმარებას მაღალი შეფასება მიეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.