გიორგი რუხაძე: „გაზპრომმა" შამათი გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
13-01-2017, 01:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის ქრისტიანულ-პოლიტიკური მოძრაობის ვიცე პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანამებრძოლის - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი აქტიური სახის გიორგი რუხაძის შეფასებით, საქართველომ „გაზპრომთან" მოლაპარაკებებში დათმო თავისი პოზიციები, რითაც მისივე აზრით, რეგიონისა და დასავლეთის ქვეყნებს „ძალიან ცუდი პოლიტიკური სიგნალი" გაუგზავნა.    

 

 

„გაზპრომმა" შამათი გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველომ დათმო პოზიციები, რითაც ძალიან ცუდი პოლიტიკური სიგნალი გააგზავნა, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე დასავლეთში, რომ ამ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება მოლაპარაკებებში,“ -განაცხადა ევროპის ქრისტიანულ-პოლიტიკური მოძრაობის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი რუხაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.    

 

 

ქართულ მხარესა და კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მინსკში 10 იანვარს გაიმართა. შეხვედრიდან დაბრუნებულმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.    

 

 

მინისტრის განმარტებით, გადახდის ფორმის ცვლილება ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.    

 

 

კალაძის თქმით, „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება მთავრობის სხდომაზე განიხილეს და ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი