„გაზპრომის" საკითხზე, საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.
"ჩვენ ვიმსჯელეთ, რომ უმცირესობის ფორმატით ვითხოვოთ შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამასაც, ალბათ, უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ მთავრობას", - განაცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქართულ მხარესა და კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მინსკში 10 იანვარს გაიმართა. შეხვედრიდან დაბრუნებულმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.
მინისტრის განმარტებით, გადახდის ფორმის ცვლილება ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.
ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.