ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სახელწოდება საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ შეეცვალა და მას „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.
ფრაქციის ხელმძღვანელი ისევ ელენე ხოშტარია იქნება, რომლის განმარტებითაც, ფრაქციის შემადგენლობას ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა დაემატნენ.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ფორმალურად ფრაქციის შემადგენლობაში რჩებიან ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
ფრაქციის სხდომას დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი პირები არ დასწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.