ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც ივანიშვილთან არ არის შეკრული, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის ამოცანა „იყო, რჩება და იქნება ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა".
„ჩვენი ამოცანა იყო, რჩება და იქნება, მანამ ეს ამოცანა არ შესრულდება, ივნიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა და ამის შემდეგ, ამ გამარჯვების შემდეგ, იმ პრობლემების, იმ უზარმაზარი გამოწვევების გამკლავება, რის წინაშეც საქართველო დგას და რომლებიც გააღრმავა და დაამძიმა ივანიშვილმა მისი პოლიტიკით.
ამ საქმეში, რა თქმა უნდა, იყო ძალიან უარყოფითი ფაქტორი ის სიბინძურე, ის ცილისწამება, რომელიც მოდიოდა მიხეილ სააკაშვილისგან და მისი დღევანდელი გარემოცვისგან. ჩვენ არ ვაპირებთ, რო გავაგრძელოთ ეს თუ რა თქმა უნდა, რაღაც წარმოუდგენელი არ მოხდა.
გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მიუხედავად, ძალიან დიდი და უღირსი, სამარცხვინო ნაბიჯებისა, რომელიც ამ გუნდმა გადადგა. ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც ივანიშვილთან არ არის შეკრული, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.