გიგა ბოკერია "გაზპრომთან" მიღწეულ შეთანხმებაზე: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს
13-01-2017, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომ ექსპორტთან" მიღწეულ შემთანხმებას „მტრულ გადაწყვეტილებას" უწოდებს.

 

 

მისი თქმით, უმცირესობა „ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტლება შეიცვალოს".

 

 

„ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, კიდევ ერთი, საქართველოს ინტერესებისადმი მტრული გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას რაღაც არგუმენტების მსგავსი შესთავაზოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრი კალაძე პარლამენტში მობრძანდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს რა არგუმენტები აქვს მას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პირადად მე, აზრიანს არაფერს ველოდები, მაგრამ მათი ვალია, რომ ეს გააკეთონ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს ”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი