საქართველოს თავდაცვის უწყება: ვეტერანთა სამსახური თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს
13-01-2017, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 


ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გაუზიარა და მისი მოსაზრებები მოისმინა.

 

 

„მის მიერ დადებითად იქნა შეფასებული, მოწონებული და მხარდაჭერილი რეფორმები, რომლებსაც ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ჩვენ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვეტერანების მოსაზრებას. დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმები. თავდაცვის სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს ინტენსიურ დააქტიურ თანამშრომლობას ვეტერანებთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, ვლადიმერ იმნაძემ მინისტრს რეორგანიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრა ვეტერანთა საკითხებზე საუბრით გაგრძელდა. ვლადიმერ იმნაძემ ლევან იზორიას ვეტერანთა პრობლემები გააცნო და მათ მოგვარებაში თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მისივე შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობისა და ნდობის სრული გამოხატულებაა.

 


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი