თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ჯარების სრული გამოყვანა გაყოფილი კვიპროსიდან „განხილვის მიღმა დგას“.
კვიპროსის ხელახალი გაერთიანების იმედები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმდინარე კვირას თურქებსა და ბერძენ კვიპროსელებს შორის ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყო.
მაგრამ როგორც BBC წერს, რამდენიმე დამაბრკოლებელი გარემოება რჩება, მათ შორის ის, დარჩება თუ არა თურქული არმიის რაიმე ნაწილი ჩრდილოეთ კვიპროსში, ქვეყნის ხელახალი გაერთიანების შემდეგ.
თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა თქვა, რომ ჯარები დარჩება, თუ საბერძნეთიც არ დათანახმდება თავისი სამხედრო ძალების გაყვანას.
კვიპროსი ორ ნაწილადაა გაყოფილი 1974 წლის შემდეგ.
მთავარ დაბრკოლებებს შორისაა ქონების დაბრუნების საკითხი იმ ათეულობით ათასი კვიპროსელისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ 1974 წელს თავიანთი სახლ-კარი მიეტოვებინათ და გაქცევით ეშველათ თავისთვის, ისევე როგორც ჯარების ყოფნა.
კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთს ჯერ კიდევ ჰყავს 30 000 ჯარისკაცი, რომელთა იქ ყოფნასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.