ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლიტვა-საქართველოს კომისიის მორიგი შეხვედრა თბილისში გაიმართება
13-01-2017, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვაში სამუშაო ვიზიტისას ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან. ორმხრივი შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ქარტიის“ ფარგლებში რეგულარული კონსულტაციების არსებული პრაქტიკა და გამოთქვეს მზადყოფნა კომისიის მორიგი შეხვედრა 2017 წელს საქართველოში გაიმართოს.

 

 

"მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.


შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გაცვალეს ინფორმაცია გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი