საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გურიის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და კალანდობა მიულოცა.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად, გურიაში იმყოფებოდა, სადაც კალანდობის დღესასწაულს დაესწრო.
"პირველ რიგში, ვულოცავ ამ ლამაზ დღეს, გურიას, გურულებს და გურიასთან ერთად, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს. პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ლამაზ ღონისძიებაში და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მივულოცო შობა, ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრადიციული საკალანდო თეატრალიზებული რიტუალი სოფელ ცხემლისხიდში, ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები: "შემოქმედი","იადონი", "ელესა","ურეკი" და "ზენაარი" მონაწილეობდნენ.
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, კალანდობა, იგივე კალანდრა ახალ წელიწადს ნიშნავს და მას განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში - გურიაში აღნიშნავენ.
ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე, ოჯახის უფროსი ჯერ მარანს და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შედიოდა სახლში და ოჯახს ღვინით დალოცავდა. კალანდის ღამეს გურიაში მეალილოეებიც დადიოდნენ.
ინფორმაციას პარლამენტის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.