საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის პრემიერ მინისტრს შეხვდა
14-01-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვაში სამუშაო ვიზიტისას ლიტვის პრემიერ მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის პრემიერ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა გადასცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.



შეხვედრაზე საუბარი ასევე სექტორული თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გააქტიურებას შეეხო. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრის და ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებასა და ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას. შეხვედრისას ასევე დაფიქსირდა მზაობა საქართველოსა და ლიტვას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი