ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება I ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ცოტნე ჩაჩუამ ქართველ სამხედროებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.
მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებულ ძალების, ტრადიციების და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს.

ქართველი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის მეთაური, პოლკოვნიკი სეტ გლედსტოუნი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მრჩეველთა ოფისის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილიამ ბარლესონი, ავსტრალიელ მრჩეველთა ჯგუფის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჯეისონ ვოლკი, ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეთაური, ბრიგადის გენერალი ედვარდ ბენტი, ასევე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის წარმომადგენლები, აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდანაა ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.