ნინო გვენეტაძე: მთავარი გამოწვევა არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა
14-01-2017, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მოსამართლეთა მე-19 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, სასამართლო სისტემაში ამ დრომდე რჩება.

 

 

„გამოწვევები არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც საქმეების გაჭიანურების გარეშე, დროულ განხილვას უზრუნველყოფს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

მან არასამთავრობო სექტორის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და სასამართლოში პოლიტიკურ გავლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „2016 წელს ყველაზე ღია და გამჭვირვალე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო".

 

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ საბჭოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირების უზრუნველყოფა. მაშინ, როდესაც სხდომაზე დასწრების მსურველების რაოდენობა დიდია, ვფიქრობ, 2016 წელს ყველაზე ღია და გამჭვირვალე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - აღნიშნა გვენეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი