ლევან მურუსიძე: რეალურად ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვაბრალებდნენ რომ სასამართლო იმართებოდა კლანურად, თვითონ ჰქონდათ პრობლემა სასამართლო სისტემაში
14-01-2017, 05:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის არსებობაზე საუბარი „აბსოლუტურად შეუფერებელია და რეალობასთან კავშირი არ აქვს".

 

 

მურისიძის თქმით, ამ საკითხზე საუბრობდნენ ის ადამიანები, რომელთაც სასამართლო სისტემაში თავად ჰქონდათ პრობლემა.

 

 

„ზოგადად, კლანურობაზე ლაპარაკი არის აბსოლუტურად შეუფერებელი და აბსოლუტურად რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს მე მგონი დაინახა მოსახლეობამ. მე არ დავკონკრეტდები, რა ფაქტებს ეხება და როგორ ეხება. რეალურად ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვაბრალებდნენ რომ სასამართლო იმართებოდა კლანურად, თვითონ ჰქონდათ პრობლემა სასამართლო სისტემაში", - განაცხადა მურუსიძემ.

 

 

მან სასამართლო სისტემაში დაგროვილ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სასამართლომ დაგროვილი საქმეები დროულად უნდა განიხილოს.

 

 

„მთავარი გამოწვევა სასამართლოს სისტემისთვის არის, რომ დაგროვილი არის საქმეები, რომლებიც დიდი ხანი არის სასამართლო სისტემაში და ადამიანები ელოდებიან გადაწყვეტასა და გადაჭრას. ეს არის ძალზე დიდი პრობლემა, რომელიც აუცილებლად გადაჭრას მოითხოვს და რომელიც ჩრდილს აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მის გაძლიერებას", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი