აჭარაში, ბობოყვათის ტერიტორიაზე ასწლოვან ევკალიპტის ხეებზე ტოტებს ჭრიან. ადგილობრივების თქმით, ტოტები ხელს უშლის მაგნოლიის ხის გამოტარებას, რომელიც ციხისძირიდან შეკვეთილში გადააქვთ. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
მაგნოლიის ხის გადატანის სამუშაოებს კომპანია „ზიმო" ახორციელებს. კომპანიის იურისტი ირაკლი შანავა განმარტავს, რომ ბობოყვათის ტერიტორიაზე ხეებზე ტოტების მოჭრა მაგნოლიის ხის გადატანასთან კავშირში არ არის და ის საგზაო დეპარტამენტის სამუშაოებს უკავშირდება.
ბობოყვათში ტრაილერზე განთავსებული უზარმაზარი მაგნოლიის ხე რკინიგზის ლიანდაგის მეორე მხარეს გუშინ გადაიტანეს, ამისთვის კი როგორც კომპანია „ზიმოს" იურისტი განმარტავს, „საქართველოს რკინიგზის" ნებართვით, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზები ორი საათით ჩაიხსნა.
მაგნოლიის ხის დარგვა დენდროლოგიურ პარკში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.