საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა
14-01-2017, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენაზე უმასპინძლეს.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან 56 ბავშვი სამინისტროს ეწვია, სადაც მათ საყვარელი ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი დახვდნენ.

 

 

საახალწლო წარმოდგენის დასასრულს ბავშვებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადასცეს.

 

 

„მოხარული ვარ რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები გვყავს, მათთან ერთად ვზეიმობთ და ვიზიარებთ ახალი წლის ბედნიერ წუთებს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რასაც თქვენ აწყდებით ოკუპაციის გამო. საქართველო მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ეს პრობლემები გადაიჭრას. გილოცავთ ახალ წელს! დარწმუნებული ვარ თქვენი მომავალი იქნება ბედნიერი და წარმატებული“ - მიმართა ბავშვებს მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი