ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ბაზის ადგილას მერაბიშვილის მამას უნდოდა ამ შენობის შესყიდვა ერთ ლარად
17-03-2015, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა.

 


ამის შესახებ ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში განაცხადა, სადაც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შენობა გახსნეს და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე მიულოცეს.

 


"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მე მინდა, რომ საზოგადოებას განვუმარტო - ამ ადგილზე, ვიდრე ჩემი დავალებით ბაზას გავაკეთებდით, იყო მიტოვებული შენობა. ადრე იყო საბავშვო ბაღი, შემდეგ ვანო მერაბიშვილის მამას უნდოდა ამ შენობის, ამ ტერიტორიის შესყიდვა ერთ ლარად. უნდოდათ სასტუმროს გაკეთება, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, რადგან ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში," განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ რეგიონში არ იყო სპეცრაზმი, ამიტომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნა თითოეული მოქალაქის უფრო მეტი დაცულობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 


"აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ასზე მეტი ობიექტის რესტავრაცია, რეაბილიტაცია მოვახდინეთ. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ბაზა გარემონტდა და აღიჭურვა. სპეცრაზმელებს უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება, ეკიპირება გადაეცათ. პოლიციელები და სპეცრაზმელები არიან განსაკუთრებული ხალხი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვიაზე მიდიან, საკუთარ მოქალაქეებს იცავენ, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და სიცოცხლეს წირავენ. ამ განსაკუთრებულ ხალხს სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან დაფასება სჭირდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი