პრემიერ მინისტრმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში საოჯახო სასტუმრო "შატო დიო" დაათვალიერა
14-01-2017, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

 


საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ამხანაგობა "დიო", აღნიშნული თანხით საოჯახო მეღვინეობის ბიზნესს განავითარებს.

 


როგორც ამხანაგობის დამფუძნებლებმა პრემიერ მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, მიღებული გრანტით შეიძინეს ყველა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ. ამხანაგობა "დიო", სამომავლოდ, წარმოებული ღვინის ექსპორტსაც გეგმავს.

 


პრემიერ მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურში დღეიდან ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდას, დასაქმებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი