„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ვიყავი და ვარ ნაციონალური მოძრაობოს წევრი.
ვაგრძელებ პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში უკეთესი საქართველოსათვის", - წერს სულეიმანოვი სოციალურ ქსელში.
სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარტია „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.