პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მშვიდობას საფრთხე შეექმნება, თუკი არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.
აღნიშნული განცხადება მან ვატიკანში პალესტინის საელჩოს ინაუგურაციაზე, პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

წმინდა საყდარმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა წელიწადნახევრის წინათ აღიარა.
როგორც BBC წერს, იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და კომპლექსური საკითხია ახლო აღმოსავლეთის მთელ კონფლიქტში.
პალესტინელები აღმოსავლეთ იერსუსალიმს უყურებენ, როგორც თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქს, მაგრამ ისრაელი მთელ იერუსალიმს აცხადებს, როგორც მის დედაქალაქს.
კვირას, საფრანგეთი საერთაშირისო კონფერენციას ატარებს პარიზში, რათა შეეცადოს წამოიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის.
პაპმა არაერთხელ დაუჭირა მხარი სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთხელ დასაწყებად ნაბიჯების გადადგმას.
წმინდა საყდარსა და პალესტინის ტერიტორიებს შორის ურთიერთობები 2015 წელს აღმავლობის გზით განვითარდა, როცა ხელი მოეწერა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას - ნაბიჯი, რამაც გააღიზიანა ისრაელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.