პარიზში, უდიდეს საერთაშორისო კონფერენციაზე 70-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგატები ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდებიან
15-01-2017, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კვირას, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უდიდესი საერთაშორისო კონფერენცია იწყება, რომელიც შეეცდება ისრაელსა და პალესტინას შორის წლების წინათ შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეუწყოს ხელი.

 


როგორც BBC წერს, მოელიან, რომ 70-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგატები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტის (ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოების) მხარდაჭერას.

 


პალესტინელები მიესალმებიან შეხვედრას, მაგრამ ისრაელი, რომელიც არ ესწრება კონფერენციას, აცხადებს, რომ ის მის წინააღმდეგ არის მიმართული.

 


პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2014 წელს წარუმატებლად შედგა.

 


ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არინ პარიზში, რომ კონფერენციის დასკვნით ნაწილზე გადაწყვეტილება მოისმინონ, მაგრამ თავად სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ.

 


კონფერენცია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ გასული წლის დეკემბერში ისრაელის ახალშენების მშენებლობების შესახებ მიღებული რეზოლუციის ფონზე იმართება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის მშენებლობებს უკანონოდ აცხადებს.

 

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მოლაპარაკების გზით მიღწეულ დასახლებას, რომელიც დემილიტარიზებულ პალესტინურ სახელმწიფომდე მივა, მაგრამ ეწინააღმდეგება 1967 წლის წინა პერიოდამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას, რაც მისი თქმით, იქნებოდა დაუცველი და მოითხოვს პალესტინელებისაგან აღიარონ ისრაელი, როგორც ებრაული სახელმწიფო, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებით.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი