თბილისში, შარტავას ქუჩაზე გუშინ ღამით ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი დღეს დილას გარდაიცვალა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში შეიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ინციდენტი შარტავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მოსახლეობამ გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო-ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.