საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარტიის ე.წ. სააკაშვილის დაჯგუფების წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში საუბარი ძირითადად 20 იანვრის ყრილობის მზადებას და „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს შეეხო, რომლის მთავარი ნაწილი, მინაშვილის თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
„საუბარი იყო, როგორც 20 იანვრის ყრილობის მზადებაზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო, განახლებულ გეგმებზე - რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით, რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი იმ ძალიან სერიოზული პრობლემების, ძალიან სერიოზული უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის კრიმინალის კუთხით. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური ბრძოლა და ამაზე იყო ბუნებრივია, საუბარი კიევში. ეს ინფორმაცია საზოგადოებას ექნება და ყრილობა არის ამის, ასე ვთქვათ, მთავარი საფუძველი“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა „რუსთავი 2“ - თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.