თინათინ ბოკუჩავა: „ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს თავისი ფრაქცია“
15-01-2017, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. სააკაშვილის ფრთა - მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას დაჯგუფებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ფრაქციას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სახელი გადაარქვა და მისი თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიაც გადააყენა - ყოფილ თანაგუნდელებთან პარლამენტში პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს, რომლის მიზანიც იქნება ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს თავისი ფრაქცია და ამისათვის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ისინი ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ.

 

 

„12 იანვარს, ბოკერიას გუნდმა გააკეთა განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი თავიანთი პირველი პოლიტიკური გამოსვლა სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინებას დაუთმეს. ახლა კი, იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ არ ტოვებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას პარლამენტში. 13 იანვარს მათ ჩაატარეს ფრაქციის სხდომა, სადაც გადაირჩიეს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე შეიტანეს ცვლილება წესდებაში და შეუცვალეს სახელი ფრაქციას. ასევე, შესაბამის სამსახურებს პარლამენტში ისინი უცხადებენ, რომ ისინი არ ტოვებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას. ამგვარი, ორმაგი თამაში და პროცედურული ხრიკები არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ ერთის მხრივ, დააბნიონ ამომრჩეველი და ასევე, ამ დამატებითი ფრაქციის შენარჩუნებით, შეინარჩუნონ დამატებითი თანამდებობები და შესაბამისი სარგებელი და სიკეთეები... ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს თავისი ფრაქცია, რომ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს წარმოადგენდნენ ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ ერთგული იმ ღირებულებების, რომელზეც ეს მოძრაობა დგას“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი