შეერთებული შტატების მიმავალი სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ვიეტნამში, მეკონ დელტაში იმ ადგილს სტუმრობდა, სადაც მას ვიეტნამის ომის დროს მოკვლის მიზნით ჩაუსაფრდნენ.
BBC-ის ცნობით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ლეიტენანტი 70 წლის „ვიეტ კონგის“ ყოფილ წევრს შეხვდა, რომელსაც ახსოვს 1969 წლის თავდასხმა.
მათ ერთამენთს თბილად ჩამოართვეს ხელი.
ქერიმ, რომელიც თანამდებობის დატოვებამდე ბოლო მოგზაურობის ფარგლებში, ვიეტნამში იმყოფება, მისი მამაცური მოქმედებებისთვის მედალი მოიპოვა, მაგრამ იგი შინ დაბრუნების შემდეგ ანტი-ომის კამპანიის მონაწილე გახდა.
ქერიმ თავის ყოფილ მტერს, ვო ბან ტამს უთხრა, რომ მოხარული იყო, რომ ორივე მათგანი ცოცხალია.
ტამმა, რომელიც ახლა მცირე ფერმერია, თქვა, რომ იგი იცნობდა იმ ადამიანს, რომელსაც ქერიმ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და მოკლა და ახსოვდა თავდასხმის გეგმა, როდესაც მათ პირველად შენიშნეს შეერთებული შტატების საპატრულო კატარღა.
„ვიეტ კონგის“ ნაწილს რაკეტის გამშვები დანადგარი ჰქონდა და ამერიკელ მებრძოლებს ესროდა. მიუხედავად ამისა, ქერიმ გაბედული და რისკიანი ნაბიჯი გადადგა ნაპირზე იმ მიზნით გადასვლით, რომ გამოდევნებოდა მის მოწინააღმდეგეებს და სწორედ ამ დროს მოკლა რაკეტის მტყორცნელი დანადგარის ვიეტნამელი ოპერატორი.
ქერი, რომელიც მაშინ 26 წლის იყო, მისი ჯგუფის გადარჩენისა და გამოჩენილი მამაცობისათვის შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღებული ძალების ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
ტამმა თქვა, რომ ქერის მიერ მოკლული მებრძოლი, 24 წლის ბა თჰანი იყო.
„იგი კარგი ჯარისკაცი იყო“, - უთხრა მან თარჯიმნის მეშვეობით ჯონ ქერის, რომელმაც არასოდეს იცოდა სახელი და ასაკი იმ მამაკაცისა, რომელიც მან მოკლა.
როდესაც ქერიმ წარუმატებლად აწარმოა 2004 წლის საპრეზიდენტო კამპანია, მისი კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მას მოზარდი ჰყავდა მოკლული.
ქერიმ განაცხადა, რომ ამ ადგილას დაბრუნება უცნაური და ცოტა სიურეალისტური იყო.
შეერთებული შტატების უმაღლესი დიპლომატის რანგში ეს ქერის მე-4 ვიზიტია ვიეტნამში. პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდში, ქერის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა იმისა, რომ გაეუმჯობესებინა შეერთებულ შტატებსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობები.
ქერის სხვა საპატიო ჯილდოებიც აქვს მიღებული ვიეტნამში სამსახურისთვის. საბრძოლო მოქმედებებში ის დაჭრეს კიდეც, მაგრამ 1969 წელს შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ იგი ანტი-ომის ცნობილი აქტივისტი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.