შსს 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე ყველა სამართალდამრღვევი პირის კანონის შესაბამისად დასჯას აპირებს
17-03-2015, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას აპირებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები კანონდარღვევის ყველა ფაქტზე რეაგირებას ოპერატიულად მოახდენენ და ყველა სამართალდამრღვევი პირი, კანონის შესაბამისად დაისჯება. ამის შესახებ ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 


"21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. სამართალდამცველები კანონდარღვევის ყველა ფაქტზე რეაგირებას ოპერატიულად მოახდენენ და ყველა სამართალდამრღვევი პირი, კანონის შესაბამისად დაისჯება. საქართველოს ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია 21 მარტს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად.

 


საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად გაწერს შეკრების და მანიფესტაციის წესებს. კანონის თანახმად, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ: შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს; ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა; განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისათვის; შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება; ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღის ქონა; ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით; ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერებების ქონა; ალკოჰოლური სასმელების ქონა.

 


შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები ვალდებული არიან: დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი; კანონის მოთხოვნათა დარღვევისას, მის აღმოსაფხვრელად მოუწოდონ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას; ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს.

 


სამართალდამცველთა უფლება-მოვალეობები: პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს; თუ ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილი არიან დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად მიმართონ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს," ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი