„ევროპული საქართველო“ – „ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა“
15-01-2017, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნაში ხელს არ უშლის და გამოხატავს მზადყოფნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ იურიდიულ დეტალებზე ყოფილ თანაგუნდელებს წარმომადგენლებთან, „საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე“ ტექნიკურ კონსულტაციები გაუწიოს.

 


„ფრაქცია „ევროპული საქართველო“ არ უშლის ხელს ენმ-ს ფრაქციის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე. ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ-ს თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრის „ყრილობის“ ჩატარებას. კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან „ქართული ოცნების“ ოპონირებაზე და ძალისხმევას არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. სააკაშვილის ფრთა - მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას დაჯგუფებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ფრაქციას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სახელი გადაარქვა და მისი თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიაც გადააყენა - ყოფილ თანაგუნდელებთან პარლამენტში პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს, რომლის მიზანიც იქნება ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს თავისი ფრაქცია და ამისათვის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ისინი ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი