რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
უფრო ადრე ბრიტანულმა Sunday Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განზრახული აქვს პირველი ვიზიტი ისლანდიაში განახორციელოს და იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის თაობაზე ბრიტანელ ჩინოვნიკებს თითქოს ტრამპის გარდამავალმა გუნდმა განუცხადა. Sunday Times-ი იუწყება, რომ გამოცემის წყაროები ამ გეგმებს ვითომცდა ლონდონში, რუსეთის საელჩოში განიხილავდნენ და ყვებოდნენ იმის შესახებ, რომ მოსკოვი გეგმავდა სამიტის ჩატარებაზე თანხმობის განცხადებას.
თავის მხრივ რუსეთის საელჩომ აღნიშნულს „სისულელე“ უწოდა. ბრიტანული გამოცემის ინფორმაცია ასევე უარყვეს აშშ-ის არჩეულის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და მას „ასპროცენტიანი ტყუილი უწოდეს“.

30 წლის წინათ ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველ მდივან მიხეილ გორბაჩოვსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის გაიმართა. მაშინდელი სამიტის დროს მოსკოვმა და ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ცივი ომის შეწყვეტისაკენ და საფუძველი დაუდეს სტრატეგიული იარაღის შემცირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.