ყირგიზეთში თურქული სატვირთო თვითმფრინავის - ბოინგ 747 TC-MCL, რომლის ოპერირებასაც ACT ავიახაზები ახორციელებდა - ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 37 - ბორტზე და ხმელეთზე მყოფი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ბოინგ 747“-მა ქვეყნის დედაქალაქის გარეთ მდებარე მანასის აეროპორტის სიახლოვეს განიცადა კატასტროფა, დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სახლებს დაეცა. რამდენიმე სახლი მიწასთანაა გასწორებული. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.

თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

თვითმფრინავი რეისს ჰონკონგიდან სტამბულის მიმართულებით ასრულებდა და მანასის აეროპორტში ტექნიკური დაშვება უნდა განეხორციელებინა.

მანასი ყირგიზეთის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია და იგი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.

თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ჯერ არ სახელდება, თუმცა დილის საათებში, ადგილობრივი დროით 07:31 საათზე, როცა ავიალაინერმა კატასტროფა განიცადა, მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდი ხილვადობა, ნისლი იყო.

ამ დროისთვის მანასის აეროპორტი დაკეტილია.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.