თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც, მოსამართლეთა კოლეგია, სავარაუდოდ, სათათბიროდ გავა.
ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი - არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე, გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია დააკავეს. მათ სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების გაფლნგვას ედავება.
ბრალდებულებს, თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა, დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა.
მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
2016 წლის 16 მაისს კი, თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება საქმის სააპელაციო სასამართლოში მოხვედრას - ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც ადვოკატებმა ასევე სახელმწიფო ბრალდებამაც გაასაჩივრა.
დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას და ბრალდებულების გათავისუფლებას, პროკურორები კი მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ.
დღევანდელ სხდომას პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებიც დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.