გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობთ, ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში
16-01-2017, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.

 


გიორგი კვირიკაშვილმა 103-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა. მისი თქმით, სკოლა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, სადაც ყველას შეეძლება სრულფასოვანი განათლების მიღება.

 


“გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს - ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, ვულოცავ მშობლებს! ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სკოლიდან საზოგადოებას ახალი სამთავრობო ინიციატივა გააცნო - განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა იწყებს ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაციას და იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში. პრემიერ მინისტრის განმარტებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროები, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, სკოლებს შესაბამის პროგრამას შესთავაზებენ, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ნაწილად იქცეს.

 


„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, მინდა, დღეს დავაანონსო ერთი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენ უფროსებს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ, ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან და სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული მასში,” - განაცხადა პრემიერმა.

 


სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი