ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ყველანი თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქვეყნის დამსახურების მიხედვით, - ამის შესახებ ვროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში განაცხადა. ევროკომისარი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი კი ამბობს, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეფასებების გასაკეთებლად კონკრეტულ მეთოდოლოგიას მიჰყვებიან და ჯერ ნაადრევია რაიმე არსებითის თქმა.
"ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ქვეყნის დამსახურების მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაფუძნებული უნდა იყოს ევროკომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. შეფასება კომისიამ რიგის სამიტამდე უნდა წარმოადგინოს. ვადასტურებ, რაც განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და რაც ითქვა ერთი კვირის წინათ რიგაში. დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ იქნება ევროკავშირის პოზიტიური შეფასება, მაშინ საქართველომ უნდა მიიღოს ვიზების შემდგომი ლიბერალიზაცია," განაცხადა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თუ რას უნდა ელოდოს საქართველო რიგის სამიტისგან.
ევროკომისარმა, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა კი თქვა, რომ ამ დროისთვის შეფასებები ჯერ კიდევ არ მომხდარა, ამიტომ "საკმაოდ ადრეა არსებითი შინაარსის კომენტარის გაკეთება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.