"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას და ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებს ასახელებს. უფრო კონკრეტულად კი ინფლაციას - 38%, სიღარიბეს - 30%, ტერიტორიულ მთლიანობას - 27%, პენსიებს კი 24% ასახელებს ქვეყნის მთავარ გამოწვევად.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.