საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსი იოსებ ოხანაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პატრიარქის დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების პირველ წლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამა თუ იმ საკითხზე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სასულიერო პირებში უკმაყოფილება ხშირად გამოუწვევია.
„პატრიარქის სტიქაროსანი 2003 წლის 18 იანვარს გავხდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერაყიდან დაბრუნებულს კი ილია მეორემ უთხრა: „არ გინდა, ჩემთან იყოო? სადაც წავალ, თან რომ მახლდე და ზოგადად ეს სამსახური ააწყოო. თავიდან არც დავიჯერე - ვყოფილიყავი პატრიარქის პირადი მცველი. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო....
2004 წლის 12 მაისს პირველად გავყევი პატრიარქს პირადი მცველის რანგში და უკვე 13 წელია, გვერდიდან არ მოვშორებივარ....
ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დაცვის სამსახურს ბევრი წინააღმდეგობა შიგნითაც გვხვდებოდა, მაგალითად, მთელ ტერიტორიაზე დავაყენებინე სათვალთვალო კამერები, რამაც ზოგიერთი სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია. ხშირად მესმოდა, - რამდენს ბედავენ, რას ჰგავს ეს - უშიშროების სამინისტრო ხომ არ არისო და ა.შ. ვერ ვხვდები, დღემდე რატომ აშინებს წესრიგი ხალხს. არადა, ხშირი იყო საპატრიარქოში შემოღწევის ფაქტები, გალავანზე მოძვრებოდნენ, რომ პატრიარქამდე მიეღწიათ.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, საპატრიარქოს შენობაში რომ შეეღწია. ასეთი შემთხვევები წელიწადში რამდენჯერმე არის ხოლმე", - აცხადებს ოხანაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.