ყირგიზეთში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
16-01-2017, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

 

ყირგიზეთში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 37 - ბორტზე და ხმელეთზე მყოფი ადამიანი დაიღუპა.

 

 

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ბოინგ 747“-მა ქვეყნის დედაქალაქის გარეთ მდებარე მანასის აეროპორტის სიახლოვეს განიცადა კატასტროფა, დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სახლებს დაეცა. რამდენიმე სახლი მიწასთანაა გასწორებული. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.

 


თვითმფრინავი რეისს ჰონკონგიდან სტამბულის მიმართულებით ასრულებდა და მანასის აეროპორტში ტექნიკური დაშვება უნდა განეხორციელებინა.

 

 

მანასი ყირგიზეთის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია და იგი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.

 

 

თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ჯერ არ სახელდება, თუმცა დილის საათებში, ადგილობრივი დროით 07:31 საათზე, როცა ავიალაინერმა კატასტროფა განიცადა, მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდი ხილვადობა, ნისლი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი