საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთში „თურქეთის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყირგიზეთში თურქეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს", - აღნიშნულია მარგველაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავიაკასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. „ბოინგ 747“-მა ქვეყნის დედაქალაქის გარეთ მდებარე მანასის აეროპორტის სიახლოვეს განიცადა კატასტროფა, დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სახლებს დაეცა. რამდენიმე სახლი მიწასთანაა გასწორებული. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.
თვითმფრინავი რეისს ჰონკონგიდან სტამბულის მიმართულებით ასრულებდა და მანასის აეროპორტში ტექნიკური დაშვება უნდა განეხორციელებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.