საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პირველი ქართველი და პირველი ვიცე-პრემიერია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერად დაასახელა. იგი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდა 34 ლიდერს შორის ერთადერთი ქართველია და ამ ტიტულით, შემდგომი საქმიანობების მიუხედავად, 7 წელი ისარგებლებს.
"თქვენი ნომინაცია განისაზღვრა იმ პროფესიული მიღწევებით, თქვენი საზოგადოებასთან დამოკიდებულებით (ანგარიშვალდებულებიანობით) და იმ დიდი პოტენციალით, რომელიც გაგაჩნიათ მომავალი, უკეთესი მსოფლიოს მოდელის ჩამოყალიბების საქმეში შესატანი წვლილის კუთხით, რომელიც თქვენივე შთაგონებული ლიდერობით მიიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გიხილავთ ფორმალურად ახალგაზრდა გლობალური ლიდერების საზოგადოებაში," აღნიშნულია ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბისა და ფორუმის თავმჯდომარის ჯონ დატონის წერილში.
გასულ წელს მსოფლიოს ახლაგზრდა ლიდერებს შორის მოხვდნენ კახა კალაძის გერმანელი კოლეგა, ენერგეტიკის მინისტრი ფილიპ როსლერი, სეიშელის კუნძულებისა და ახალი ზელანდიის ენერგეტიკის მინისტრები. 2014 წელს ეს ტიტული ერგო თეთრ სახლში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწეს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების დარგში, ჰიზერ ზიჩალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.