ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დასაქმების სააგენტოს 2017 წლის ,,პროფესიული გადამზადების’’ მიზნობრივი პროგრამა გააცნო.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, 2017 წლის ,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში დაგეგმილია პროგრამის მოსარგებლეთა პროფესიული გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში.
„პროფესიული სასწავლო კურსი სამ კომპონენტს მოიცავს: სწავლება პროფესიულ უნარებში (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული,ინგლისური,თურქული არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება.
მიზნობრივ პროგრამაში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აჭარის დასაქმების სააგენტოში შემდეგ მისამართებზე: ბათუმი - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585 ქობულეთი - დავით აღმაშენებელის ქუჩა #141. მობ: (+995 577) 278 706. ხელვაჩაური - ფრიდონ ხალვაშის ქ.#50. მობ: (+995 577) 278 709. ქედა - მერაბ კოსტავას ქ. #3. მობ: (+995 577) 278 715; შუახევი - ილია ჭავჭავაძის ქ. #3. მობ: (+995 577) 278 714; ხულო - თამარ მეფის ქ. #12. მობ: (+995 577) 278 716", - აღნიშნულია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.